მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონის გლობალური სასურსათო უსაფრთხოების სამიტი

ლონდონის გლობალური სასურსათო უსაფრთხოების სამიტი

ბრიტანეთის პრემიერმა ლიდერებს მსოფლიოში კვებისა და სურსათის პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებისკენ მოუწოდა

ლონდონში გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთდღიანი სამიტი გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მინისტრები, დიპლომატები და ქველმოქმედი ადამიანები. 

ბრიტანეთის პრემიერმა ლიდერებს მსოფლიოში კვებისა და სურსათის პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებისკენ მოუწოდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის თქმით, კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები და მოსახლეობის ზრდა უფრო მეტად იწვევს სასურსათო კრიზისს. ამიტომ ისინი ქმნიან ახალ სამეცნიერო ცენტრს, სადაც წარიმართება უახლესი კვლევები ისეთ მარცვლეულზე, რომელიც წყალდიდობასაც გაუძლებს და დაავადებასაც არ გამოიწვევს.

ასეთია, მაგალითად, ბრინჯი, ხორბალი და სხვა. მისი თქმით, ეს ინოვაციები განკუთვნილი იქნება მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის, თუმცა ის ასევე გააუმჯობესებს მოსავლიანობას ბრიტანეთში, რაც ფასების შემცირებასაც გამოიწვევს.

სასურსათო პრობლემის შესახებ სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამადმაც ისაუბრა. მისი თქმით, არ არის მარტივი ჰუმანიტარული კრიზისიდან განვითარების ეტაპზე გადასვლა. თუმცა ეს აუცილებელია. სომალის პრეზიდენტმა და მისმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომელთა შორისაა დიდი ბრიტანეთიც, უკვე შეიმუშავეს სტაბილიზაციის პროგრამა.

რიში სუნაკმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის 1 მილიარდ ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები, მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, 5 წლამდე ასაკის 45 მილიონზე მეტი  ბავშვი კი საკმარისად და ჯანსაღად ვერ იკვებება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend