კატეგორიები

ევროკავშირის ქვეყნები მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდიან

ევროკავშირის ქვეყნები მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდიან
ევროკავშირის ქვეყნები მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას გაზრდიან

საუბარია მილიონობით ჭურვზე, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებაში დაეხმარება.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებს საბრძოლო იარაღის 40% ექსპორტზე სხვა ქვეყნებში გააქვთ, მათთვის პრიორიტეტული უკრაინის მხარდაჭერა უნდა იყოს.

ევროპის წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები შეფასებით, დაპირება მეტწილად სიმბოლურია. მნიშვნელოვანია ამ იდეის მხარდაჭერა და სისრულეში მოყვანა და იარაღის წარმოების დაჩქარება.

,,გაითვალისწინეთ, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას ექსპორტზე ბევრი საბრძოლო მასალა გააქვს. პროდუქციის დაახლოებით 40% გადის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, საწარმოო შესაძლებლობების ნაკლებობა არ არის. ისინი აგზავნიან თავიანთ პროდუქტებს სხვა ბაზარზე. ახლა მთავარია,  ყველანაირად ვეცადოთ, რომ წარმოება მიმართული იყოს იმისკენ, რაც პრიორიტეტულია. ჩვენთვის კი უკრაინა არის პრიორიტეტი”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმა.

 

Related news
ევროკავშირში რადიო თავისუფლების დაფინანსებას განიხილავენ ბრიუსელში მსჯელობენ, როგორ შეაკავონ რუსეთი
სხვა ამბები