მთავარიაზიაღაზა„შემზარავი და სახიფათო ვითარება“: ჯანმოში აცხადებენ, რომ ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან კავშირი...

„შემზარავი და სახიფათო ვითარება“: ჯანმოში აცხადებენ, რომ ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან კავშირი გაწყდა

ჯანმოში აცხადებენ, რომ ღაზის მთავარ საავადმყოფოში უმძიმესი  ვითარებაა. კვირის შემდეგ ალ-შიფასთან კავშირი გაწყდა

წყლისა და საკვების მარაგი  იწურება, მძიმე ბრძოლები კი გრძელდება. ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის გამო საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის სრულად შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

ისრაელის მოკავშირეები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ 20 დღენაკლული ჩვილის ფოტოების გავრცელების შემდეგ. ჩვილები სასიცოცხლოდ აუცილებელი ინკუბატორების ნაცვლად ქირურგიულ განყოფილებაში ჰყავთ.

ისრაელი აცხადებს, რომ ისინი ახალშობილებს უფრო უსაფრთხო დაწესებულებაში გადაიყვანენ, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ ეს არეალი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა, რადგან ამ შენობების ქვეშ „ჰამასის“ ბაზაა, რასაც თავად „ჰამასი“ უარყოფს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ შაბათს ღამით მათ ალ-შიფას საავადმყოფოსთან საწვავი დატოვეს, მათ ამის ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნეს, თუმცა, გავრცელებული ცნობებით,  საავადმყოფოს თანამშრომლებს გარეთ გამოსვლის შეეშინდათ და  საწვავი ვერ აიღეს.

უკვე მეექვსე კვირაა, რაც ომი მიმდინარეობს. ისრაელზე იზრდება საერთაშორისო წნეხი, მისი ყველაზე ახლო მოკავშირის შეერთებული შტატების მხრიდანაც კი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ არ ეთანხმება  საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით,  სანამ არ გათავისუფლდება 240 მძევალი, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს დაატყვევა.

ამასთანავე, „ჰეზბოლამ“,  რომელსაც ირანი უჭერს მხარს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაისროლა სამხრეთ ლიბანიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის გასწვრივ ვითარება კვლავ იძაბება.

თავდასხმის დროს დაშავდა 18 ისრაელელი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend