კატეგორიები

ევროპაში ე.წ. „ბროლის ღამე“ გაიხსენეს

ევროპაში ე.წ. „ბროლის ღამე“ გაიხსენეს

ევროპის ქვეყნებში 85 წლის წინ განვითარებული მოვლენები – ე.წ. „ბროლის ღამე“ გაიხსენეს, როცა ფაშისტებმა და გერმანელმა მოქალაქეებმა ებრაელების მაღაზიებისა თუ სხვა საკუთრების ვიტრინები ჩაამსხვრიეს, პოლიცია კი უმოქმედოდ აკვირდებოდა მოვლენებს. აქედან იწყება გერმანიაში ებრაელების ეკონომიკური და პოლიტიკური დევნა.

გერმანიისა და ავსტრიის ბევრ ქალაქში მსვლელობები გაიმართა.

მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ხაიმ ზონენფელდი ამბობს, რომ საფრთხე მუდმივად არსებობს. არავინ იცის, როდის რა მოხდება. მისი თქმით, ანტისემიტიზმი დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით კონფლიქტის ფონზე  გაიზარდა.

თუმცა მათ არ ეშინიათ ქუჩაში კიპათი თუ ტრადიციული ებრაული სამოსით გასვლა, დროშით ხელში თავიანთი ქვეყნის, საზოგადოების, ხალხისა და ერის წარმოჩენა.

მსვლელობები ავსტრიისა და გერმანიის ბევრ ქალაქში  გაიმართა

დიდ ბრიტანეთში მეფე შეხვდა იმ ებრაელებს, რომლებიც წლების წინ  სამაშველო ოპერაციის -„ქინდერტრანსპორტის“ ფარგლებში დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს.

დაკავშირებული ამბები
“რუსეთს დიალოგი არ სურს და ამის მოთხოვნით თავი არ უნდა დავიმციროთ”-კაია კალასი უკრაინასთან დიპლომატიური დაძაბულობის შემდეგ, ისრაელმა არ მიიღო მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი
სხვა ამბები