მთავარიაზიაღაზაისრაელი ცეცხლის შეწყვეტას მძევლების გათავისუფლების გარეშე არ აპირებს

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას მძევლების გათავისუფლების გარეშე არ აპირებს

ისრალესა და ,,ჰამასს“ შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს
მიუხედავად იმისა, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე ,,ჰამასმა“ კონტროლი დაკარგა, ისრაელი მაინც აგრძელებს ქალაქების დაბომბვას.

არსებობს ცნობები, რომ  სამდღიანი ჰუმანიტარული პაუზის სანაცვლოდ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დაკავებულ 12 მძევალს გაათავისუფლებენ, მაგრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გამართვაზე.

,,მინდა უარვყო ყველა სახის ცრუ ჭორები, რომლებიც გვესმის ყველა მიმართულებიდან და გავიმეორო ერთი რამ: არ შევწყვეტთ ცეცხლს ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე. სხვა ყველაფერი სიცრუა“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ აძლიერებენ თავდასხმებს ღაზის ქალაქზე. მათი თქმით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ,,ჰამასის“ საჰაერო და საზღვაო ძალებს.

ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორში, 8 ნოემბერი 2023 – Copyright AP

 

ისრაელმაც და ,,ჰამასმა“ გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავს ღაზის ქალაქის გარშემო საომარ მოქმედებებს. ღაზის ქალაქი 50,000-ზე მეტმა პალესტინელმა დატოვა, ისინი სამხრეთისკენ გაიქცნენ.

პალესტინელები რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ღაზის დატოვებას ცდილობენ – Copyright AP

გაერო ომში ჩართულ ორივე მხარეს ომის დანაშაულში მონაწილედ მიიჩნევს

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანთა უფლებათა საკითხებში რაფაჰის სასზღვრო მონაკვეთს ,,ცოცხალი კოშმარის კარიბჭეს“ უწოდებს და ამბობს, რომ მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ ღაზის დატოვებასა და დახმარების მიღებას.

მაგრამ მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების არა ერთი მცდელობისა, რაფაჰის გასასვლელი კვლავ ჩაკეტილია.

ფოლკერ ტიურკმა  „ჰამასი“ სისასტიკეში დაადანაშაულა, ხოლო ისრაელი ყველა პალესტინელისთვის კოლექტიური სასჯელის აღსრულებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend