კატეგორიები

თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია “პარტნიორობა ცვლილებებისთვის – გეგმის დასახვიდან მიზნის მიღწევამდე”

თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია “პარტნიორობა ცვლილებებისთვის – გეგმის დასახვიდან მიზნის მიღწევამდე”

“პარტნიორობა ცვლილებებისთვის – გეგმის დასახვიდან მიზნის მიღწევამდე” – ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც თბილისში 8 ნოემბერს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კონფერენცია გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები იღებენ.

განათლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გენდერული თანასწორობა, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა, მრავალფეროვნება, ინოვაციების ხელმისაწვდომობა და სხვა – ეს ის თემებია, რომლებზეც დღეს კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლები საუბრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები