მთავარიაზიაღაზაისრაელის ჯარმა ღაზაში კოორდინირებული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის ჯარმა ღაზაში კოორდინირებული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალები, რომლებმაც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მიიტანეს იერიში, ღაზის ცენტრში იმყოფებიან.

ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც ჩანს მობილიზებული ტანკები ღაზის ქალაქის მიმდებარედ. ფოტოები მანამდეა გადაღებული, სანამ მებრძოლები ღაზის უდიდესი ქალაქის დასაბრუნებლად დაიძვრებოდნენ.

ისრაელელი სამხედრო ძალები . 6 ნოემბერი, 2023 – Ohad Zwigenberg/Copyright 2023 The A

 

სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას ისრაელის  პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტაშით გაამხნევა ისრაელის ჯარი და განაცხადა, რომ მათ „ჰამასის“ მებრძოლების მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ  ფენომენალურ წარმატებას მიაღწიეს. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელელ ჯარისკაცებს.

„სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან ჩვენ გავანადგურეთ უამრავი შტაბი, გვირაბი, ასევე ბაზები, ,,ჰამასის“ ობიექტები. ,,ჰამასი“ აღმოაჩენს, რომ ჩვენ მივალთ იმ ადგილებამდეც, სადაც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მივაღწევდით“,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორის გასანადგურებლად გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას რეგიონის დატოვებისა და სამხრეთში გადასვლისთვის 4 საათის ვადა მისცა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობამ 10,300-ს გადააჭარბა, მათგან ორი მესამედი ქალი და არასრულწლოვანია.

ღაზა, 6 ნოემბერი, 2023 – Copyright AFP/AP

ღაზისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია

სამშაბათს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ კოლონას – ხუთ სატვირთოსა და ორ მანქანას – ღაზის ქალაქთან ახლოს ცეცხლი გაუხსნეს.

ჰუმანიტარულ კოლონას საავადმყოფოებში სამაშველო და სამედიცინო საშუალებები გადაჰქონდა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს არ დაუკონკრეტებია, ვინ ესროლა მის კოლონას ან რა მიმართულებით გაჩნდა ცეცხლი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend