მთავარიგადაცემებიSmart Regionsჩრდილოეთ ევროპაში მარტოხელა მოხუცებზე ზრუნავენ

ჩრდილოეთ ევროპაში მარტოხელა მოხუცებზე ზრუნავენ

სიმარტოვე და სოციალური გარიყულობა ადამიანის მხოლოდ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას კი არ აზიანებს, არამედ საზოგადოების მთლიანობას არღვევს. ჩრდილოეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში უნივერსიტეტები, ადგილობრივი ხელისუფლება და კერძო სექტორი    ევროპული პროექტის i2i -ის ფარგლებში ერთიანი ძალით ცდილობენ, გარიყული ადამიანები კვლავ სოციალურ ცხოვრებაში ჩართონ.

სიმარტოვე და სოციალური გარიყულობა ადამიანის მხოლოდ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას კი არ აზიანებს, არამედ საზოგადოების მთლიანობას არღვევს. ჩრდილოეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში უნივერსიტეტები, მუნიციპალიტეტები, კომპანიები და ასოციაციები ერთიანი ძალით ცდილობენ, რომ ევროპული პროექტის I2I -ის ფარგლებში გარიყული ადამიანები კვლავ საზოგადოებაში დააბრუნონ.

„ჩვენ ვიცით, რომ მარტოხელა და გარიყული ადამიანები დეპრესიის რიკის წინაშე დგანან,” – ამბობს ელინ თიგესენი, ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის i2i-ის კოორდინატორი. „მათ სხვადასხვა დაავადების რისკიც აქვთ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებს მივხედოთ და გავარკვიოთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ცხოვრების უკეთესი  პირობები ჰქონდეთ“.

აქ, ნორვეგიაში, ქალაქ არენდალში ევროპული პროექტი ტრანსპორტის მეშვეობით აპირებს სოციალური ჩართულობის მიღწევას. ბიორგს ექიმთან სოციალურ ცენტრამდე მისასვლელად შეუძლია მიკროავტობუსი გამოიყენოს. ამისთვის მან პროექტის აპლიკაციას უნდა მიმართოს ან დარეკოს და სპეციალური მიკროავტობუსი შინ მიაკითხავს.

ტრანსპორტირება სოციალიზაციის სამსახურში

„ისინი ყველგან გვაკითხავენ, სადაც გვსურს,“ – ამბობს  პროექტ i2i-ის ბენეფიციარი ბიორგ ეიდსკარდ მერლანი. „ამ მომსახურების წყალობით ბევრად უფრო ხშირად შეგვიძლია  გარეთ გასვლა, ვიდრე მის გარეშე ვახერხებდით. გარდა ამისა, გვეხმარებიან, რომ  ზედ სახლის კართან ვიყიდოთ, რაც გვსურს. ძალიან მეგობრულები არიან.“

შვიდ ჩრდილოევროპულ ქვეყანაში: დანიაში, შვედეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ნორვეგიაში ამ ევროპული პროექტის ფარგლებში 45 ტიპის მომსახურება დანერგეს.

აქტიური ეკრანი, როგორც მუდმივი კონტაქტის საშუალება

ეს პროექტი ადამიანის იზოლირების აღსაკევთად აქცენტს ინოვაციაზე აკეთებს. 94 წლის ელსე  მარტო ცხოვრობს და საპილოტე პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული  ეკრანით სარგებლობს. მისი ოჯახის წევრებს შეუძლიათ ესაუბრონ ელსეს, გაუგზავნონ ფოტოები და ტექსტური შეტყობინებები ისე, რომ ელსეს ღილაკზე თითის დაჭერაც კი არ სჭირდება. ეს მოწყობილობა ელსეს ექვსი თვის წინ მისცეს  ნორვეგიული KOMP პროექტის ფარგლებში.

მისი შვილიშვილი სელმა ჰოფმან ლინდლენდი კმაყოფილია ამ ინიციატივით:

„ამ ეკრანის ღირსება ის არის, რომ ბებოს პასუხის გაცემა არ სჭირდება, რადგან მან არც კი იცის, ეს როგორ უნდა გააკეთოს. ამას უბრალოდ უკანთვლა სჭირდება. ასე რომ, ძალიან ადვილია ეკრანის გამოყენება, უბრალოდ იმ ოთახში უნდა იყოს.“

მეგობრები – საუკეთეოს წამალი

i2i  პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 3 მილიონ ევროზე მეტია და აქედან 1. 3 მილიონი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკა აფინანსებს.

პროექტში ჩრდილოეთ ევროპის 25 ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს. ერთი მათგანია არენდალში მოხალისეების მიერ დაარსებული სოციალური ცენტრი, რომელიც ხალხს სთავაზობს კვებასა და სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, რომლებიც სოციალურ ჩართულობასა და კეთილდღეობას უკავშირდება.

ვალერი ანე კანტერო, ტიოლმენის მოხალისეთა ცენტრის გენერალური მენეჯერი

„ჩვენ გვაქვს კაფე, სადაც აკორდეონიც არის,“ – განმარტავს  ვალერი ანე კანტერო, ტიოლმენის მოხალისეთა ცენტრის გენერალური მენეჯერი. „ხალხი მღერის. ისინი ამ დროს ფილტვებსაც ავარჯიშებენ, თან ბევრს იციანიან.“

ეს ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩასართავად, რადგან ბოლო კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ  ევროპელების მესამედი მარტოობას გრძნობს.

ავტორი:  ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend