მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირმა პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 75 მილიონი ევრო დაამტკიცა

ევროკავშირმა პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 75 მილიონი ევრო დაამტკიცა

ავსტრიისა და გერმანიის ლიდერები ისრაელზე თავდასხმის შემდეგ სოლიდარობის გამოსახატად ისრაელში ჩავიდნენ

ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ, თავიანთი ბერკეტები გამოიყენონ, რათა მეტი დახმარება მიეწოდოს პალესტინის მშიდობიან მოსახლეობას და, ამასთან, მსჯელობენ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლების გზებზე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ისრაელის მთავარი მხარდამჭერები არიან ავსტრია, გერმანია და უნგრეთი.
ავსტრიისა და გერმანიის ლიდერები ისრაელზე თავდასხმის შემდეგ სოლიდარობის გამოსახატად ისრაელში ჩავიდნენ. ესპანეთი და ირლანდია ხშირად ამახვილებენ ყურადღებას პალესტინელების გასაჭირზე.
ჰამასი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერორისტული ჯგუფების სიაშია. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება მშვიდობიანი პალესტინელებისთვის მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიგზავნება, რისთვისაც ევროკავშირმა 75 მილიონი ევრო უკვე გამოყო.
,,ჰამასმა“ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის პროვოცირება გამოიწვია. კომისიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. ღაზაში დახმარებამ უნდა მიაღწიოს შეუფერხებლად და სწრაფად. 56 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ჩვენ ეგვიპტეში გავგზავნეთ, ახლა ღაზაშია. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტია საჭირო. დაგეგმილია ორი რეისი, რომლებიც დღეს, პარასკევს, უნდა შესრულდეს. ტვირთის გაგზავნას ვაპირებთ მომდევნო დღეებშიც. გარდა ამისა, ჩვენ სწრაფად მივაღწევთ პროგრესს ღაზისთვის დამატებითი 50 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. გახსოვთ, რომ ღაზის ჰუმანიტარული დახმარება 25 მილიონი იყო. დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ეს რაოდენობა სამჯერ გავზარდეთ 75 მილიონ ევრომდე. ახლა ეს დამატებითი 50 მილიონი უნდა გადავანაწილოთ. ხვალ ჩვენ გავაფორმებთ 40 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტებს გაეროს სააგენტოებთან, ხოლო დანარჩენი 10 მილიონი გამოყენებული იქნება საჰაერო ფრენისთვის, რომელზეც ახლახან ვისაუბრე“, – განაცხადა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend