მთავარისაქართველო2023 წლის თბილისის ფოტოფესტივალი Soundwalk Collective-ისა და პატი სმითის აუდიოვიზუალური გამოფენით გაიხსნა

2023 წლის თბილისის ფოტოფესტივალი Soundwalk Collective-ისა და პატი სმითის აუდიოვიზუალური გამოფენით გაიხსნა

2023 წლის თბილისის ფოტოფესტივალი გაიხსნა Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის თანამშრომლობით შექმნილი აუდიოვიზუალური გამოფენით,  რომელსაც სახელად Correspondence ჰქვია. ფესტივალის ცენტრალური ღონისძიება თანამედროვე ბგერითი ხელოვნების პლატფორმის Soundwalk Collective-ისა და ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, პოეტისა და ხელოვანის პატი სმიტის მუდმივად განვითარებადი პროექტია.

CORRESPONDENCES-ის ფარგლებში Soundwalk Collective და პატი სმიტის პროექტი რვა ნამუშევარს აერთიანებს, სადაც ხმის გამოსახულებასთან კავშირი შეტრიალებულია. თავდაპირველად შეიქმნა მუსიკა და მხოლოდ ამის შემდეგ შეირჩა და დამონტაჟდა ის ვიზუალური მასალა, რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემდა თითოეული მელოდიის ისტორიას.

„ამ გამოფენით ჩვენ ვაერთიანებთ პოეზიას, მუსიკას, გამოსახულებას, კადრებს მოგზაურობებიდან, ფილმებსა და მოვლენებს, რომლებიც ჩვენს სამყაროში ხდება და რომლებზე საუბარიც გვსურს. იქნება ეს კლიმატის ცვლილება თუ ომი. გვსურდა, დაგვეცვა ბალანსი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. ეს ადგილი კი ამისთვის იდეალურია. არასოდეს მინახავს ამდენი ახალგაზრდა ადამიანი გამოფენაზე. აღფრთოვანებული ვარ მათი აქ ხილვით. მე არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში… ზოგადად შეუძლებელია წარმოიდგინო, იცის თუ არა ხალხმა შენ შესახებ, ადარდებ თუ არა ხალხს, თუმცა ქართველები საოცრად დაგვხვდნენ. საქართველო არაჩვუელებრივი ქვეყანაა, აქ იგრძნობა ძლიერი და დამოუკიდებელი სული. ეს ყველაფერი ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს“,- ამბობს მუსიკოსი და მწერალი პატი სმითი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend