ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2400-ს გადააჭარბა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა 9000-ს აღემატება, მათ მისაღებად ჰერატის მთავარი საავადმყოფოს წინ დამატებითი საწოლები დადგეს. 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.