კატეგორიები

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

“ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს”, – წერია პრეზიდენტის ფეისბუკგვერდზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება. მოსამართლეები სხდომაზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის სარჩელს განიხილავენ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევის საკითხზე. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.

ამავე ამბავზე:

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები