მთავარიამერიკაკუბაუკრაინაში მებრძოლი კუბელების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

უკრაინაში მებრძოლი კუბელების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ კარიბის ზღვის კუნძულების მოსახლეობა უკრაინის ომის კონფლიქტის მონაწილე არ არის

რუსეთის ელჩმა კუბაში განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა ატარებს გამოძიებას იმ კუბელების საქმეზე, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიწვიეს.

სექტემბრის დასაწყისში კუბის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ქსელის 17 წევრი, რომლებიც კუბელების გადმობირებას ცდილობდნენ.

რუსეთის ელჩის ვიქტორ კორონელის კომენტარი პირველი ოფიციალური აღიარებაა, რომელიც მედიამ თვის დასაწყისში გაავრცელა. ელჩის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი კუბელი იბრძვის ამჟამად უკრაინაში.

რუსეთში არსებული კანონი უცხოელებს ჯარში გაწვევის უფლებას აძლევს.

როგორც  ერთ-ერთი კუბელი ქალი ამბობს, მისი შვილი მოატყუეს და  უკრაინაში სამშენებლო სექტორში მუშაობას დაჰპირდნენ. მან  კუნძულზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიატოვა ოჯახი იმ იმედით, რომ ეკონომიკური დახმარების გაწევას შეძლებდა. სხვები კი დარწმუნებული იყვნენ, რომ უკრაინაში რუსეთის მოქალაქეობას მიიღებდნენ.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მუშაობს ამ ქსელის განეიტრალებაზე და ირწმუნება, რომ კარიბის ზღვის კუნძულების მოსახლეობა უკრაინის ომის კონფლიქტის მონაწილე არ არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend