კატეგორიები

ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. იქ ძლიერმა წვიმამ ქუჩები,  მეტროსადგურები და სახლების სარდაფები დატბორა.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბრუკლინში. გზებზე შეფერხებულია მოძრაობა, დახურულია რამდენიმე მეტროსადგური.

ნიუ-იორკის მერი კესი ჰოქული მოუწოდებს მოსახლეობას გაითვალისწინოს, რომ ვითარება „ძალიან სახიფათო და საშიშია“.

ამინდის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ პარასკევ დილით, ერთი თვის მოცულობის ნალექი მოვიდა.

ნიუ-იორკი, აშშ Copyright Stefan Jeremiah/AP

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
სხვა ამბები