კატეგორიები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზაქარია შუბითიძე საქართველოში დღეს, 26 სექტემბერს ჩამოასვენეს.

ზაქარია შუბითიძე 18 სექტემბერს დაიღუპა. ის უკრაინაში “ქართული ლეგიონის” წევრი იყო და დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა, სადაც პოზიციური ბრძოლები დიდი ხანია მიმდინარეობს.

პოზიციები, სადაც ზაქარია შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები