კატეგორიები

მთიან ყარაბაღში ძლიერი აფეთქება იყო – ვრცელდება ცნობები ათობით დაშავებულის შესახებ

მთიან ყარაბაღში ძლიერი აფეთქება იყო – ვრცელდება ცნობები ათობით დაშავებულის შესახებ

ათობით ადამიანი დაშავდა მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად. არცახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი წერს სოციალურ ქსელში, რომ დაღუპულია ათობით პირი, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ ერევანში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქდა საწვავის ავზი. მისივე თქმით, ადგილობრივი სამედიცინო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.

სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენმაც. გეგჰამ სტეფანიანი წერს, რომ ასობით პირია მძიმედ დაშავებული. მისივე ინფორმაციით, აუცილებელია მათი სასწრაფოდ გაყვანა რეგიონიდან საჰაერო ხომალდებით.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია საწვავის ავზის აფეთქება მთიან ყარაბაღში.

Related news
მარკო რუბიო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ცნობას ეხმაურება
სხვა ამბები