კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ კანადაში პირველად ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ კანადაში პირველად ჩავიდა

ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი განაგრძობს დასავლელ მოკავშირეებთან შეხვედრას. ის დღეს, 22 სექტემბერს კანადის პარლამენტს სიტყვის მიმართავს და ოფიციალურ შეხვედრას გამართავს კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივ უკრაინელებთან შეხვედრა.

კანადაში დაახლოებით მილიონ-ნახევარი უკრაინელი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის თითქმის 4%-ს შეადგენს. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე კანადამ უკრაინას დასახმარებლად 8 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე ტარიფების ამოქმედებას სამი დღით აჩერებს ევაკუირებული მოსახლეობა ბრიტანეთის კოლუმბიაში  ბრუნდება, სხვა რეგიონებში კი ხანძარი კვლავ მძვინვარებს
სხვა ამბები