კატეგორიები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა მომავლის სამიტის მოსამზადებელ მინისტერიალზე.

ილია დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ამ მინისტერიალის გამართვის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტთან დენის ფრანცისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა.

მინისტრი ასევე შეხვდა საგარეო უწყების წარმომადგენლებს თურქეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, უზბეკეთიდან, გვატემალადან და მარშალის კუნძულებიდან.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები