კატეგორიები

გაეროს გენერალური ასამბლეა: ნიუ-იორკში მსოფლიოს 145 ლიდერი ჩავიდა

გაეროს გენერალური ასამბლეა: ნიუ-იორკში მსოფლიოს 145 ლიდერი ჩავიდა

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქვეყნების ლიდერებს საშუალება ეძლევათ, სიტყვით გამოვიდნენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან.

განსახილველ საკითხებს შორის მთავარი თემა კვლავ უკრაინაა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ჩავიდა ნიუ-იორკში.

უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია, სადაც რამდენიმე დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მკურნალობს. იგი გეგმავს, სიტყვით მიმართოს როგორც გენერალურ ასამბლეას, ისე შეერთებული შტატების კონგრესს. ამასთანავე, უკრაინის ლიდერი შესაძლოა სიტყვით გამოვიდეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს უკრაინის სესიაზეც.

განსახილველ თემებს შორის ასევე  მნიშვნელოვანია გლობალური სამხრეთის საკითხი. დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, რომლებზეც  ყურადღებას გაამახვილებენ აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზიის განვითარებად  ქვეყნებზე.

გაერო მიესალმება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის პატიმართა გაცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. ბოლო ინფორმაციით, ორი ქვეყანა ხუთ-ხუთი პატიმრის გაცვლასთან დაკავშირებით შეთანხმდა.

დაკავშირებული ამბები
გაეროს სურსათის სააგენტომ დაფინანსების შემცირების შემდეგ აშშ-სგან 800 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო გაეროში აცხადებენ, რომ 2.4 მილიონ ლტოლვილს 2027 წელს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს
სხვა ამბები