კატეგორიები

ჩინეთში ფერმიდან გამოქცეულ ნიანგებს ეძებენ

ჩინეთში ფერმიდან გამოქცეულ ნიანგებს ეძებენ

ჩინეთში ფერმიდან გამოქცეულ ნიანგებს ეძებენ. გუანგდონგის პროვინციაში სამდღიანი ნალექის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ქალაქ მაომინგის ფერმამდეც მიაღწია, სადაც 71 ნიანგი ბინადრობდა. წყალდიდობის დროს თითქმის ყველა მათგანი, 70 ნიანგი გაუჩინარდა.  მათ დასაჭერად 33 სამძებრო ჯგუფი მუშაობდა და ბოლო ინფორმაციით, მათ 58 ნიანგის პოვნა უკვე მოახერხეს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ინციდენტის გამო არავინ დაშავებულა, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებენ, ფერმასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.

დაკავშირებული ამბები
ჩინეთმა და სერბეთმა თანამშრომლობის 20-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი ჩინეთის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარ აფეთქებას 82 პირი ემსხვერპლა
სხვა ამბები