კატეგორიები

სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს.

ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმაურება ევროკავშირის გაფართოების შესახებ. პრეზიდენტი მადლობას უხდის ფონ დერ ლაიენს განცხადებისთვის და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვები ხვალინდელი ევროპისთვის “მკაფიო ხედვასა და გზას” განსაზღვრავს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის მომავალსაც გაიზიარებს.

ამავე ამბავზე:

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები