კატეგორიები

ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას უვიზოდ შეძლებენ

ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას უვიზოდ შეძლებენ

ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეეძლებათ – ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მან ცვლილებას დღეს მოაწერა ხელი და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტ ტურისტს ჩამოიყვანს საქართველოში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ტურისტები ჩინეთიდან ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები არიან ევროპაში, ამერიკაში და ზოგადად ყველგან.

ჯერჯერობით უცნობია როდიდან შეძლებენ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლას და რამდენი ხნის განმავლობაში შეეძლებათ მათ ქვეყანაში დარჩენა.

პრემიერ-მინისტრს დღეს არაფერი უთქვამს საქართველოს მოქალაქეების ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ. ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში სამოგზაუროდ აუცილებლად სჭირდებათ ვიზა.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები