კატეგორიები

ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტა”დაფუძნდა

ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტა”დაფუძნდა

“Რატომ გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ახლა?” “რას ნიშნავს სტატუსი საქართველოსთვის?” და “რა შემიძლია გავაკეთო მე, როგორც საქართველოს ერთმა მოქალაქემ?” – აი ამ საკითხებზე ისაუბრეს დღეს საზოგადოებრივი პლატფორმის, “საქართველოს ევროპული ორბიტის” პირველ საჯარო ღონისძიებაზე.

ღონისძიების სახელწოდება იყო “ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტატუსისთვის.” სპიკერები კი იყვნენ: ნინო ლომჯარია, საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელი დირექტორი, გია დვალი, ნინო ხარატიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნიკოლოზ ალექსიძე, რევაზ ბოჭორიშვილი და კახა გოგოლაშვილი.

მათ განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეთა სრულ უმრავლესობას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ურყევი პოზიცია, რომ საქართველოს მომავალს ევროკავშირში ხედავს და ამ მიზნის მისაღწევად გარშემო ყველა ერთიანია. სპიკერების თქმით, ამ ერთობის წართმევის უფლება ქართველი ხალხისთვის არავის აქვს.

დისკუსიის მიმდინარეობის დროს განაცხადეს, რომ ევროპას მცირე ნაბიჯი გვაშორებს და დროა, ეს ნაბიჯი ერთად გადავდგათ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები