საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე დღეში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა.
მისივე თქმით, ქართული მხარე მას ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
„ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს, ერთ საათში ჩვენ გვენება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისო კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, კიდევ ერთხელ მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.