კატეგორიები

კანდიდატის სტატუსი

კანდიდატის სტატუსი

„ევროკავშირი და მისი წევრობის მსურველი ქვეყნები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის უნდა იყვნენ მზად“, – ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ამ განცხადებას პოლიტიკურ წრეებში ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, შარლ მიშელის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნებაა“.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი აქვს, რადგან ამისთვის ყველაფერი მზად არის. „ქართულ ოცნებაში“ შარლ მიშელის განცხადებას ზოგადს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, კონკრეტული თარიღის დასახელება.

„ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება ოცნება აღარა და ევროპამ უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები.

ანა ალელიშვილი

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები