მთავარიაზიასირიასირიაში აკრძალული ქიმიური იარაღით თავდასხმიდან 10 წელი გავიდა

სირიაში აკრძალული ქიმიური იარაღით თავდასხმიდან 10 წელი გავიდა

სამოქალაქო ომის დროს, სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმიდან 10 წელი გავიდა. 2013 წლის 21 აგვისტოს, სირიის აღმოსავლეთ ღუტას ანკლავის ქალაქ დუმაში მომხდარ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას, ოფიციალური მონაცემებით 1100-ზე მეტი ადგილობრივი ემსხვერპლა. ამ სასტიკ და ყოვლად გაუმართლებელ ვანდალიზმს ნაწილი დედაქალაქ დამასკოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

მეორე ნაწილი კი მომხდარს რუსეთს აბრალებს, რომელიც ომში სირიის მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა. თავად რუსეთი ამ თავდასხმას სირიის ოპოზიციური ძალების ქმედებად თვლის. თავდასხმას გადარჩენილები 10 წლისთავის აღსანიშნად შეიკრიბა.

იდლიბში, სარმადასა და აზაზში ამ მურალებზე ვმუშაობთ. ისინი ქიმიური იარაღით ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეთას ასახავენ. დღეს, 10 წლის შემდეგ კვლავ ვითხოვთ ასადის რეჟიმის პასუხისგებაში მიცემას და ამ საშინელებისთვის მსხვერპლთა ხსოვნისთვის სამართლიანობის აღდგენას“, – ამბობს სირიის სამოქალაქო თავდაცვის მოხალისე და მურალის თანაავტორი ტაჰსინ ალ ჰუსეინი.

გადარჩენილები საარქივო მასალებს უყურებენ და ამბობენ, რომ ეს ღამე არასოდეს წაიშლება მათი მეხსიერებიდან. კონფლიქტი, რომელიც სირიაში უკვე 13 წელია მიმდინარეობს, მრავალი სისასტიკით გამოირჩევა.

„საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი დავკარგეთ. მათ არაფერი გააკეთეს ჩვენს დასაცავად. არც პასუხისგებაში მისცეს კრიმინალი პრეზიდენტი ბაშარ ასადი. არც ობლებს დაეხმარნენ, რომელთაც ოჯახი დაკარგეს. არავინ დასაჯეს, ვინც აკრძალული იარაღით გვესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობას. ეს სიმწარე არასოდეს დამავიწყდება. მუდამ ჩემს გონებაში იქნება“, – აცხადებს ღუტას მცხოვრები, სამოქალაქო თავდაცვის მოხალისე აბდელ რაჰმან საბჰია.

მომხდარზე საერთაშორისო გამოძიება გრძელდება. 10 წლის შემდეგ, სირიაში ომი ისევ გრძელდება. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დევნილია. ამ გაუგებარ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

სირიის რეგიონი იდლიბი, ამბოხებულთა ერთ-ერთი მთავარი თავშესაფარია. ამ რეგიონზე სირიის მოქმედი რეჟიმის მუდმივი თავდასხმები მიმდინარეობს. ბაშარ ალ ასადის მთავრობის მიერ მართული სამხედრო შენაერთები წლებია თავს ესხმიან მათგან უკონტროლო დასახლებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend