მთავარიამერიკააშშქარიშხალი „ჰილარი“ ქალაქ ლოს-ანჯელესს უახლოვდება

ქარიშხალი „ჰილარი“ ქალაქ ლოს-ანჯელესს უახლოვდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალი „ჰილარი“ ქალაქ ლოს-ანჯელესს უახლოვდება. შტორმი ქალაქიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებითაა. ქარიშხალმა ჰილარიმ ამერიკისა და მექსიკის საზღვარი უკვე გადაკვეთა. 1997 წლის ქარიშხალი ნორას შემდეგ, ეს კალიფორნიის შტატში პირველი შტორმია.

ქარიშხლის მასშტაბიდან გამომდინარე, სამხრეთ კალიფორნიის უმეტეს ნაწილში, მათ შორის ლოს-ანჯელესსა და სან დიეგოში, ადგილობრივ ხელისუფლებამ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები მიიღო.

სინოპტიკოსების ცნობით, სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი წვიმები კვირის განმავლობაშიც არის მოსალოდნელი. ძლიერმა წვიმებმა კი შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს. ამერიკის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ქარიშხალი ჰილარი წყალდიდობებს გამოიწვევს ამერიკის სამხრეთ-დასავლეთით. ცენტრის დირექტორმა მაიკლ ბრენანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ ყურადღება რისკებზე გაამახვილონ, ვიდრე ქარის მიერ გამოწვეული ზარალი დათვალონ. ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„დარჩით სახლში, იყავით უსაფრთხოდ და იყავით ინფორმირებული. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, თუმცა ლოს-ანჯელესს კრიზისზე რეაგირების დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენი მთავარი მისია, რა თქმა უნდა, მოსახლეობის სიცოცხლის დაცვაა. მეორე, უნდა დავიცვათ ისინი ვინც ქალაქში მუშაობას აგრძელებენ. მესამე, გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გადაუდებელი სამსახურების თანამშრომლებმა მაქსიმალურად კარგად და უსაფრთხოდ გააგრძელონ მუშაობა. უნდა მოვერიდოთ მოგზაურობას. თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ, გთხოვთ, მანქანაში არ ჩასხდეთ,” – განაცხადა ლოს ანჯელესისი მერმა, კარენ ბასმა.

ქარიშხალი „ჰილარი“ მექსიკაში დაიწყო. ქარიშხლით გამოწვეულმა შტორმმა კვირას მექსიკის ქალაქები დატბორა, დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ხეები მოგლიჯა, რის შემდეგაც კალიფორნიაში გადაინაცვლა.

შაბათს, მექსიკის ქალაქ სანტა როსალიაში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც ადიდებულმა წყალმა მისი მანქანა წაიღო. მაშველებმა კი წყალდიდობიდან ოთხი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend