პერუში მაჩუ-პიქჩუს ისტორიული კომპლექსიდან 1000 კილომეტრში, კიდევ ერთი უზარმაზარი და უძველესი ნასახლარია. მე-11 საუკუნით დათარიღებული ციხე კუელაპი მაჩუ-პიქჩუს ქალაქზე დიდია და ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს. კუელაპის ციხე დამთვარიელებელთათვის 1 წლის განმავლობაში დახურული იყო. მიზეზი კომპლექსის მასშტაბური რეაბილიტაცია იყო. დიდი სარემონტო სამუშაოების გადაწყვეტილება პერუს ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ძლიერი წვიმის შედეგად ციხის ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა.
კუელაპის ციხე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის, ქვეყნის პრეზიდენტმა დინა ბოლოარტემ გახსნა.
„იმის მიუხედავად რომ კუელაპის ციხეს ხელახლა ვხსნით, ის მაინც შეზღუდულად იქნება ხელმისაწვდომი ტურისტებისთის. ძირითადად ხალხს შეეძლება ნახოს ამ ტურისტული ზონის ძველი ქალაქის ნანგრევები და ნასახლარები. თვითონ ციხის მონაკვეთი კი შეიზღუდება. ეს დაგვეხმარება მის დაცვასა და უსაფრთხოებაში. კუელაპის ციხე კვლავ ამაყად იდგება მსოფლიოს თვალში. ჩვენ შევძლებთ ამ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით თავის მოწონებას, თუმცა მთავრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღის განმავლობაში კუელაპის ციხეზე ასვლა მხოლოდ 144 ტურისტს შეეძლება. საბაგიროს გზით და საფეხმავლო ბილიკებით კი ვიზიტორებს მთელი ქალაქის დათვალიერება და სხვადასხვა აქტივობა შეეძლება. კუელაპის ციხე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნეული.