მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში კანაფის მცირე დოზების დეკრიმინალიზაცია მტკიცდება

გერმანიაში კანაფის მცირე დოზების დეკრიმინალიზაცია მტკიცდება

კანონის მიღების პარალელურად, ბერლინის ქუჩებში მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეთა მსვლელობა გაიმართა სახელწოდებით - „კანაფის აღლუმი“

იმის მიუხედავად, რომ გერმანია ლიბერალური ქვეყანაა და ევროკავშირში სხვადასხვა სენსიტიური საკითხების მიმართ სრულად ლიბერალურ სახელმწიფოდ ითვლება, აქ ჯერ კიდევ არ იყო დეკრიმინილაზებული მარიხუანის პროდუქტების მოყვანა-მოხმარება მცირე დოზებით.

კანაფის ლეგალიზაციის საკითხს კანცლერ ოლაფ შოლცის ინიციატივით, გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტი მიმდინარე კვირაში გაატარებს. იმის მიუხედავად, რომ ახალი დადგენილება და კანონი, მარიხუანას მცირე დოზებით კულტივაცია-მოხმარებას დაუშვებს, კანაფის კლუბის წევრები ამბობენ, რომ კანონი მაინც გადაჭარბებით დაარეგულირებს მის რეალიზაციას. ეს კი მცირე ბიზნესს ხელს შეუშლის.

„ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას თუ ვნახავთ, მივიღებთ გადაჭარბებულ რეგულირებას. ვფიქრობთ, რომ მოიმატებს კანაფის მომხმარებელთა სტიგმატიზაცია. კანაფის სოციალური კლუბისთვის ეს დამანგრეველი რეგულაციაა. დოზებიც არ არის სწორად განსაზღვრული“,- აცხადებს ბერლინის კანაფის კლუბის ხელმძღვანელი ოლივერ ვააკიურგენსენი.

კანონის მიღების პარალელურად, ბერლინის ქუჩებში მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეთა მსვლელობა გაიმართა სახელწოდებით – „კანაფის აღლუმი“.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს შვება იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ნარკოტიკს ისედაც მოიხმარდა.

„ადამიანები კანაფს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ და ვერანაირი აკრძალვა ვერ შეუშლის ხელს მის მოხმარებას. კარგია რომ ასეთი ცვლილება იქნება. თუმცა უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია. არ უნდა გაჩნდეს შავი ბაზარი და უნდა იყოს კონტროლირებადი“, – აცხადებს ლაიფციგის კანაფის სოციალური კლუბის წევრი მილენა ნავროტეკი.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი დადგენილების საბოლოო ვარიანტს, კაბინეტს წარუდგენს. ეს დოკუმენტი ევროკავშირთანაა შეთანხმებული და 25 გრამამდე მარიხუანას ფლობის და მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. ინდივიდებს საშუალება ექნებათ დღეში 25 გრამი მარიხუანა შეიძინონ, ან თვეში 50 გრამი. 21 წლამდე ახალგაზრდებს კი თვეში 30 გრამამდე კანაფის ყიდვა შეეძლებათ.

რაც შეეხება კომერციულ რეალიზაციას, ამასთან დაკავშირებით მთავრობა 5 წლიან სატესტო პროგრამას განახორციელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend