მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში ამაზონის ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს

ბრაზილიაში ამაზონის ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს

ამაზონის რვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ბრაზილიაში, ქალაქ ბელენში,  ამაზონის ორდღიან სამიტზე ჩავიდნენ. ლიდერები ეცდებიან, მიაღწიონ კონკრეტულ შეთანხმებებს, რომლებიც ტროპიკული ტყეების გადარჩენას ისახავს მიზნად.  დღის წესრიგში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ტყეების გაჩეხის წინააღმდეგ  ბრძოლა, ოქროს უკანონო მოპოვება და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბრაზილიის პრეზიდენტი ინასიუ ლულა და სილვა აღნიშნავს, რომ  ერთმანეთს 14 წელია არ შეხვედრილან. ამდენი ხნის შემდეგ ეს პირველი შეხვედრაა კლიმატის კრიზისის გამწვავების გამო. მისი აზრით, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ამ თანამშრომლობის განახლება და უფრო მეტად გაფართოება, რადგან ეპოქის გამოწვევები ერთობლივ მოქმედებას მოითხოვს.

იმ ადგილას, სადაც სამიტი იმართება, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ თან ჰქონდათ პლაკატები. აქციის მონაწილენი აპროტესტებდნენ კაპიტალიზმს, გარემოს უგულებელყოფას, ნავთობკომპანიების ქმედებებსა და ოქროს მოპოვებას. ეს პრობლემები ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებიც ამაზონს საკუთარ სახლად მიიჩნევენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend