მთავარიგადაცემებიSmart Regionsბერძნული ორგანიზაცია Corallia მცირე ბიზნესს უწყობს ხელს

ბერძნული ორგანიზაცია Corallia მცირე ბიზნესს უწყობს ხელს

ორგანიზაცია  Corallia-ის მთავარი მისია ინოვაციის ხელშეწყობაა. ეს ორგანიზაცია ერთმანეთთან აკავშირებს მაღალტენოლოგიურ კლასტერებს, ბიზნესს, ინკუბატორებსა და დატვირთულ სამეწარმეო პროგრამებს.  იგი ეხმარება ადგილობრივ ბიზნესს, მათ შორის დამწყებ ბიზნესებს, რომ განვითარდნენ და საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ.

Corallia 500-ზე მეტ ინოვაციურ კომპანიასთან მუშაობს. ამ ორგანიზაციამ დააფუძნა სამი მაღალტექნოლოგიური კლასტერი, რომელთა წევრმა კომპანიებმაც 500 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის კერძო და უცხოური ინვესტიცია მოიზიდეს.

„Corallia ადგილობრივი წარმოების მთავარი კატალიზატორია,“ – ამბობს ნენსი ლივა, Corallia-ის უფროსი მენეჯერი. „მისი მთავარი მიზანია, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს  ყველა ზომის კომპანია, უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები,  ე.წ. ანგელოზი ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები. ჩვენი ფუნქციაა, ვიყოთ კლასტერის შუამავალი და ერთმანეთთან დავაკავშიროთ ყველა აქტორი, რათა ითანამშრომლონ და გააფართოონ საკუთარი კომპანიები“.

STARTAB  ერთ-ერთი სამეწარმეო პროგრამაა, რომელსაც Corallia ეხმარება.   იგი იმ ახალგაზრდა დამწყებ ბიზნესმენებზეა გათვლილი, რომლებსაც სემინარებზე დასწრებისა და მენტორის აყვანის საშუალება აქვთ.

“ვთვლი, რომ ჩემი მომავალი აქ იწყება,“ – ამბობს კომიტის სტავროსი, დამწყები ბიზნესმენი. „სანამ აქ მოვიდოდი, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა, თუ როგორ მეწარმოებინა ბიზნესი. ახლა უფრო ზუსტად დავსახე ამოცანები, რომლებზეც ენერგია და დრო უნდა დავხარჯო.“

Corallia სხვადასხვა ე.წ. აქსელერატორ პროგრამასაც უწყობს ხელს. ერთი მათგანია  საბერძნეთის ყველაზე წარმატებული ბიზნესების აქსელერატორი, სახელწოდებით „შედი, განვითარდი და გადი“,  ე.წ. EGG –  Enter Grow Go. აქ განვითარებული ერთ-ერთი სტარტაპია  მაგალითად ავტომატიზებული ფერმა, რომელსაც დახურულ სივრცეში ნიადაგის გარეშე მოყავს სალათი.

ქრისტინა ვასილოპულუ, Corallia-ის მენეჯერი

“ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას, ისეთი კრიტერიუმები დანერგოს, როგორებიცაა, მაგალითად,  მაღალკვალიფიციური მუშახელის დასაქმება, ახალი პატენტები, ახალი ბრენდები და საწარმოს საკუთრების უფლების დაცვა ახალი პროდუქციის გამოშვების, ახალი მომსახურების შექმნისა და საწარმოთა შერწყმის შემთხვევაში, „-განმარტავს ქრისტინა ვასილოპულუ, Corallia-ის მენეჯერი.

2007-დან 2020 წლამდე „ელინური ტექნოლოგიური კლასტერული ინიციატივების დაფუძნებისა და განვითარების პროექტმა Corallia-მ ევროკავშირისგან 36 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.

კომპანია  SAMMY-ი Corallia-ის საქმიანობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ეს ტექნოლოგიური პლატფორმა ნავმისადგომების თანამშრომლებს გლობალურ გაციფრულებაში ეხმარება  და ზღვაოსნებთან აკავშირებს. ეს აპლიკაცია ზღვაში მოგზაურობის დროს ნავმისადგომზე ადგილის დაჯავშნის საშუალებას იძლევა. ნავსაყუდელზე თავისუფალი ადგილის შესახებ ინფორმაციას სენსორების საშუალებით იღებენ.

იოანის კოსტოპულოსი, კომპანია SAMMY-ის ხელმძღვანელი:

ჩვენი მობულური აპლიკაცია, რომლითაც „ღუზაზე დგომის ადგილის დაჯავშნაა შესაძლებელი,   იყენებს ტექნოლოგიას, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. ნივთების ინტერნეტი იოტი IOT-ი  და ღრუბლის ტექნოლოგია. ჩვენ ვაპირებთ, ეს ინოვაცია მთელ საბერძნეთსა და მერე მსოფლიოშიც გავავრცელოთ.“

 

Corallia ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 15 საუკეთესო პროექტებს შორისაა და  RegioStars-ის დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი.

ავტორი: გალინა პოლონსკაია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend