მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მესამე საქმე აღიძრა

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მესამე საქმე აღიძრა

დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის. ეს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმეა იმ დროს, როცა იგი პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავებას ცდილობს.

საბრალდებო დასკვნა 45-გვერდიანია. ოთხი ძირითადი ბრალდება კი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ტრამპს ბრალად ედება დემოკრატიის საფუძვლებზე თავდასხმა, რომელიც მიმართული იყო ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და რომელიც, საბოლოოდ, კრახით დასრულდა.

ბრალდების სპეციალური მრჩეველი ჯეკ სმიტი ამბობს, რომ მისი გუნდი ეცდება, დაჩქარებული წესით გაიმართოს  სხდომები, რომ მათი მტკიცებულებები შემოწმდეს სასამართლოში. ისინი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს. ჯეკ სმიტი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ეს არის ბრალდება, რომელსაც დამტკიცება სჭირდება, ხოლო მანამდე კი უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაა აუცილებელი.

ბოლო ინფორმაციით, ტრამპი ვაშინგტონში დღეს უნდა გამოცხადდეს მოსამართლის წინაშე. მას უკვე წაყენებული აქვს ბრალი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის გამო. მას ნიუ-იორკში ბიზენსდოკუმენტაციის გაყალბებასა და საარჩევნო პერიოდში დუმილის სანაცვლოდ პორნოვარსკლავისთვის  თანხის გადახდასაც ედავებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend