კატეგორიები

პაკისტანში პოლიტიკურ შეკრებაზე მომხდარ აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში პოლიტიკურ შეკრებაზე მომხდარ აფეთქებას 44 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთ პოლიტიკურ შეკრებაზე აფეთქება მოხდა. საავადმყოფოები გადატვირთულია. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 44, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

თავდასხმა მიმართული იყო ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვარაუდობენ, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

დაკავშირებული ამბები
პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს ააფეთქა პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები