კატეგორიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 26 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება.

დაგეგმილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები