მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტაძარზე თავდასხმა დაგმეს

გაეროში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტაძარზე თავდასხმა დაგმეს

გაერო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესის ცენტრში მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმას. ფერისცვალების საკათედრო ტაძარი 1794 წელს დაარსდა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. კიევის შეფასებით, ეკლესიაზე თავდასხმა რუსეთის იმ ქმედებების ნაწილია, რომლებიც სისტემატურად აყენებს ზიანს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის ომის დანაშაული, რომელსაც არასდროს დაივიწყებენ და არ აპატიებენ მეზობელ ქვეყანას.

ფერისცვალების ტაძრის მღვდელი, მამა მიროსლავი ამბობს, რომ ტაძარი შიგნიდან მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, ფაქტობრივად, სრულად განადგურებულია. მხოლოდ ერთი სამრეკლო დარჩა მთელი.

მიმდებარე ტერიტორიაზე განადგურდა და დაზიანდა ათეულობით შენობა. მოსკოვმა მას შემდეგ გააძლიერა თავდასხმები საპორტო ქალაქზე, რაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა. ამავდროულად, უკრაინა მოსკოვს მარცვლეულის მარაგისა და შეთანხმებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განადგურებაში ადანაშაულებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე განაცხადა, რომ ქვეყანას  ცის სრული დაცვა და მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. მისი აზრით, ეს არის ერთადერთი გზა რუსული სარაკეტო ტერორის შესაჩერებლად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ოდესაში ტაძარზე მიზანმიმართულ თავდასხმას და აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ დააზიანა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend