მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში წყალდიდობას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში წყალდიდობას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში სეზონური წვიმებით გამოწვეულ ძლიერ წყალდიდობას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მეზობელ პაკისტანშიც ძლიერი წვიმისა და მეწყრის გამო 13 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და  მაიდან-ვარდაკისა და ღაზნის პროვინციებს დაატყდა თავს.

დაღუპულთა უმრავლესობა სწორედ ქაბულიდან არის. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა სააგენტომ ჯერ კიდევ აპრილში  განაცხადა, რომ სამხრეთ აზიის ქვეყანა სამწლიანი გვალვის, ომისა და სტიქიური უბედურებების გამო ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.

„თალიბანის“ მთავრობის წარმომადგენლის ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით,  ბოლოს წყალდიდობა ქაბულის დასავლეთით მოხდა, მეიდან-ვარდაკის პროვინციაში,  რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ავღანეთის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ივნისიდან, მუსონური წვიმების დაწყების შემდეგ, ქვეყანაში 101 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 16 ქალი და 42 ბავშვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend