მთავარიამერიკაპერუპერუში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება

პერუში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება

პერუს დედაქალის ლიმას ცენტრალური ქუჩები, ათასობით მოქალაქის მრავალთვიან ანტისამთავრობო პროტესტს აქვს მოცული. დემონსტრანტები პერუს პრეზიდენტის დინა ბოლოარტეს და მისი მთავრობის პოლიტიკასა და საგადასახადო საკანონმდებლო ინიციატივებს აპროტესტებენ. ხშირია პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებები, რაც საპოლიციო ძალების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით სრულდება. მორიგი ასეთი დარბევა ოთხშაბათს ღამით მოხდა.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა, ქუჩაში შეკრებილების მიმართულებით, ცრემლსადენი გაზი გაუშვა. თუმცა, დემონსტრანტები დილიდანვე კვლავ შეიკრიბნენ საპროტესტო ტერიტორიაზე.

„ხალხი ქუჩებში იმიტომ გამოდის, რომ უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობით. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები აცდენილია ჩვენს საჭიროებებს და პარლამენტიც არ იღებს ქვეყნისთვის საჭირო კანონებს. ამიტომ გამოდის ხალხი ქუჩაში და თან მშვიდობიანად. თუმცა, პოლიცია ხშირად გვარბევს, რაც ძალადობაა. ვეღარ ვითმენთ ამ უსამართლობას იმ კანონებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს. ამიტომ სულ უფრო იზრდება აქციის მონაწილეთა რაოდენობა. გვინდა მთავრობას დავანახოთ, რომ თუ არ გადადგებიან, პროტესტი პირიქით მოიმატებს“,- აცხადებს აქციის მონაწილე ხუან ანტონიო კრუზი.

პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. პოლკოვნიკი ჰერაკლიტო სანჩესი ამბობს, რომ სანამ რაზმების მობილიზებას დაიწყებენ, მანამ სათვალთვალო კამერებით ხდება საპროტესტო ზონაში ვითარების შესწავლა. რაც პოლიციას ძალების დაზოგვასა და ხარისხიან კონტროლში ეხმარება. მისი თქმით, ამ საპროტესტო აქციების შესაკავებლად სულ 24 000 კარგად გაწვრთნილი სამართალდამცველია მობილიზებული. ის ასევე უარყოფს მოქალაქეებზე ძალადობას და პოლიციელების მხრიდან გადამეტებულ ქმედებებს.

„რაც ეს საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გავზარდეთ სათვალთვალო ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა. მუდმივ რეჟიმში ხდება მონიტორინგი, რაც პოლიციის ცოცხალ ძალას დიდი დახმარებას უწევს. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას დანაყოფებს, რომლის მიხედვითაც, ისინი შესაბამის ზომებს იღებენ. გადაცდომებს ადგილი არ აქვს. პოლიციის ძალა მოსახლეობის მიმართ პროპორციულია“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ჰერაკლიტო სანჩესმა.

მომიტინგეები პრეზიდენტის დინა ბოლუარტეს და კონგრესის წევრების გადადგომას ითხოვენ. გასული ოთხი თვის განმავლობაში, პროტესტი უწყვეტად გრძელდება. დემონსტრაციების დროს მხოლოდ დეკემბერსა და იანვარში 67 ადამიანი დაიღუპა და 1956 დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend