მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროში რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 500 დღის შემდეგ, უშიშროების საბჭოს ბრიფინგი გაიმართა

გაეროში რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 500 დღის შემდეგ, უშიშროების საბჭოს ბრიფინგი გაიმართა

უკრაინაში ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია – ამის შესახებ განაცხადეს გაეროს უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან 500 დღის შემდეგ უკრაინის ჰუმინატარულ კრიზისთან დაკავშირებით მოეწყო.

როზმარი დიკარლო,  გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში, აღნიშნავს,  რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა აღნუსხა ადამიანის უფლებების დარღვევის შემზარავი შემთხვევები, მათ შორისაა: ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა, თავისუფლების იძულებით აღკვეთა, ხალხის გაუჩინარება, წამება, არასათანადო მოპყრობა და კონლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ხასიათის ძალადობა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ დღეს რუსეთმა მორიგი სისასტიკე გამოავლინა. ის აღარ მონაწილეობს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მაშინ, როცა ამ შეთანხმებამ მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე სტაბილურობა მოიტანა და ფასების შემცირება გამოიწვია.

რუსეთმა უარყო კრიტიკა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით და მიანიშნა, რომ ის არ შეუერთდება შეთანხმებას, სანამ არ დაკმაყოფილდება რუსეთის მოთხოვნები, რომლებიც მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვებისა და სასუქის გატანას ითვალისწინებს.

რუსეთის ელჩი გაეროში დმიტრი პოლიანსკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია მხოლოდ მაშინ იქნება მზად, დაუბრუნდეს  შეთანხმებას, როდესაც, ქვეყანა, დასავლეთის დაპირებებისა და გარანტიების ნაცვლად, მიიღებს კონკრეტულ შედეგს.

დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ივლისში გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტობა გადმოიბარა, რუსეთის საპასუხოდ  14 ახალი სანქციის დაწესებას გეგმავს. ახალი სანქციები უკრაინის ეროვნული იდენტობის განადგურების მცდელობასა და უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციას უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend