მთავარიევროპალიეტუვავილნიუსში მიმდინარე სამიტის პარალელურად, ლიეტუვა რუსეთის საზღვართან კონტროლს ამკაცრებს

ვილნიუსში მიმდინარე სამიტის პარალელურად, ლიეტუვა რუსეთის საზღვართან კონტროლს ამკაცრებს

მდინარე, რომელიც ლიეტუვა-რუსეთს ყოფს სახელმწიფო საზღვარზეა, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ლიეტუვამ  დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების გამო სასაზღვრო კონტროლი გააძლიერა.

ზოგიერთი ლიეტუველი მეზობლებს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოსწყდა.

გამკაცრებულია ზომები ბელარუსის საზღვარზეც, რომელიც მიგრანტებისთვის უფრო ადვილი გადასაკვეთია. გასულ წელს თავშესაფრის თაობაზე ლიეტუვაში მხოლოდ 34 განაცხადი მიიღეს.

ერაყელმა აჰმედმა რამდენჯერმე სცადა ლიეტუვისგან თავშესაფრის მიღება, რომელიც საბოლოოდ  მიიღო კიდეც.

„ჩემს ქვეყანაში ძალიან საშიში მდგომარეობაა, 3-ჯერ ვცადე ლიეტუვაში ჩამოსვლა, მაგრამ პოლიციამ დამიჭირა და წამიყვანა მინსკში, რომ იქიდან უკან დავბრუნებულიყავი“ – განაცხადა მიგრანტმა ერაყიდან.

აქტივისტები ამტკიცებენ, რომ საზღვარზე მიგრანტების მცირე რაოდენობა რეალობას არ ასახავს, რადგან ლიეტუვის მთავრობა მხოლოდ იმ მიგრანტების რაოდენობას ითვალისწინებს, რომლებიც უკან ბრუნდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend