მთავარიევროპაუკრაინარუს და უკრაინელ სამხედროებს შორის მძიმე შეტაკებები გრძელდება

რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის მძიმე შეტაკებები გრძელდება

უკრაინელი სამხედროები ნელა ტემპით მიიწევენ წინ დონეცკის რეგიონში, ქალაქ ბახმუტის ფლანგებზე, ამ ინფორმაციას უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერი ავრცელებს. განცხადებაში საუბარია, რომ უკრაინელები ავიწროებენ რუსულ ძალებს და ათავისუფლებენ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, თუმცა კონკრეტულად რამდენი კილომეტრით წაიწიეს წინ სამხედროებმა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამავდროულად, მოსკოვში აცხადებენ, რომ მათ ზაპორიჟიის რეგიონში უკრაინელთა შეტევა მოიგერიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომლებშიც, როგორც თავად აცხადებენ, აღბეჭდილი არიან სამხრეთის სამხედრო ოლქის არტილერისტები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ შეტევაზე გადმოსულ უკრაინელებს.

ხარკივის რეგიონში კი ადგილობრივები თავიანთი სახლების აღდგენას ცდილობენ. 6-თვიანი ინტენსიური ბრძოლების შედეგად თითქმის ყველაფერი განადგურდა სოფელ დოვჰენკეში, რომლის მოსახლეობაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 450-იდან  850-ამდე ადამიანს შეადგენდა. მისი რეკონსტრუქციისთვის უკრაინელები ძალას არ იშურებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend