კატეგორიები

ისრაელში 26 კვირაა ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმის გეგმას აპროტესტებენ

ისრაელში 26 კვირაა ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმის გეგმას აპროტესტებენ

უკვე 26 კვირაა ისრაელში საპროტესტო აქციები მიმდინარებოს. გასულ უქმეებზე ისრაელელები თელ-ავივის ქუჩებში კვლავ გამოვიდნენ და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჯუს მთავრობის გეგმა გააპროტესტეს.

მსვლელობისას დემონსტრანტებმა გადაკეტეს გზები და აიოლონის მთავარი გზატკეცილი, რამაც საგზაო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. პროტესტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ არ დანებდიან იქამდე, ვიდრე  მთავრობა შეთავაზებულ ცვლილებებზე საბოლოოდ არ იტყვის უარს.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამთავრობო გეგმა მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დასუსტებას, რაც, თავის მხრივ, შეასუსტებს სამთავრობო გადაწყვეტილებებზე კონტროლს, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს სამოქალაქო და ასევე უმცირესობებისა და მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებს.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ვიდრე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრია, ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ნეთანიაჰუს სრული მხარდაჭერა არ აქვს
სხვა ამბები