კატეგორიები

გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 250-კილოგრამიანი ბრიტანული ავიაბომბი გაანეიტრალეს

გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 250-კილოგრამიანი ბრიტანული ავიაბომბი გაანეიტრალეს

გერმანიის გამნაღმველთა რაზმმა წარმატებით გაანეიტრალა 250-კილოგრამიანი ბრიტანული ავიაბომბი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემორჩა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გერმანიის ბალტიის ზღვის სანაპიროსთან ახლოს, კილის დასახლებაში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

უსაფრთხოების მიზნით განნაღმვითი ოპერაციის დაწყებამდე ახლომდებარე ტერიტორებიდან 3000 ადგილობრივი მოსახლე გაიყვანეს. ოპერაციის დროს მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურების 200-ამდე თანამშრომელი. მთლიანად პროცესს 3 საათი დასჭირდა.

დაკავშირებული ამბები
გერმანული ბიზნესის ნაწილი და ულტრამემარჯვენე AFD სანქტ-პეტერბურგის ფორუმს დაესწრებიან ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შეთავაზებით გამოდის
სხვა ამბები