მთავარიმსოფლიოავსტრალიაავსტრალიის მთავრობამ უკრაინას ახალი 73 მილიონიანი დახმარება დაუმტკიცა

ავსტრალიის მთავრობამ უკრაინას ახალი 73 მილიონიანი დახმარება დაუმტკიცა

ავსტრალიის მთავრობა უკრაინას ახალ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ავსტრალია დამატებით 73 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.

„ჩვენ უკრაინელი ხალხისა და მთავრობის მხარდასაჭერად დავამტკიცეთ დახმარების ახალი პაკეტი, რომლის მიზანიც უკრაინელების ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დაცაა. ახალი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი დამატებით 73 მილიონ დოლარს მოიცავს. ჯამში კი უკრაინელი ხალხისთვის ჩვენ 528 მილიონი დოლარი გამოვყავით, აქედან 407 მილიონი სამხედრო დახმარებისთვისაა, ეს დამატებითი სახსრები რეალურ შედეგებს მოიტანს და დაეხმარება უკრაინელ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებული და ამორალური ომის წინააღმდეგ. დამაფიქრებელია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 16 თვის შემდეგაც გრძელდება მისი აგრესია”, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა.

დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ხანმოკლე აჯანყების შემდეგ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი უონგმა განაცხადა, რომ შაბათ-კვირას რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის შიგნით არსებული განხეთქილება გამოააშკარავა.

„ეს ყველაფერი რუსეთში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს. განვითარებული მოვლენები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში უკანონო, ამორალური შეჭრის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებდით, ვებრძოდით და ვეწინააღმდეგებოდით“ ახლაც ამისთვის ვართ აქ“, – ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა პენი ვონგმა.

უსაფრთხოების მიზნით საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა რუსეთში დარჩენილ ავსტრალიის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend