სერბეთში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე ქვეყანაში არსებულ ძალადობასა და კორუფციის ფაქტებს გმობენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.
ალექსანდარ ვუჩიჩი ოპოზიციის წარმომადგენლებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას სთავაზობს, რასაც ოპოზიციური ფლანგი არ თანხმდება. მათი აზრით, მთავრობა არჩევნების შედეგებს გააყალბებს. ოპოზიციურ პარტიებს ახალი, გარდამავალი მთავრობა სურთ.
დემონსტრანტების თქმით, სერბეთში მედიას ხელისუფლება აკონტროლებს.
,,მედიის მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ტელევიზიებს ხელისუფლება აკონტროლებს. სერბეთი ვუჩიჩის პროპაგანდისა და პოპულარიზაციის იარაღია. სერბეთი კორუფციისა და პოლიტიკური ელიტების მიერ დატყვევებული სახელმწიფოა და ამას პრეზიდენტი ვუჩიჩი ხელმძღვანელობს, რათა გააკონტროლოს მთელი საზოგადოება“, – განაცხადა სერბეთში სოციალური ბიუროს დირექტორმა ზორან გავრილოვიჩმა.