კატეგორიები

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობას მაღაროელთა დახმარებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობას მაღაროელთა დახმარებისკენ მოუწოდებენ

მაღაროელთა პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და მთავრობას საჯაროდ მიმართეს.
მათი განცხადებით, მაღაროელთა სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნების იგნორირება, იძულებულს ხდის მათ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ. როგორც ჭიათურაში, ასევე თბილისში, მოშიმშილე მაღაროელებმა მრავლობითი თვითდაზიანება მიიყენეს.სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა, პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰყვეს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები