მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSანტონიო გუტერეში: დროა გამოვფხიზლდეთ და ავამუშავოთ მწვანე ეკონომიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ანტონიო გუტერეში: დროა გამოვფხიზლდეთ და ავამუშავოთ მწვანე ეკონომიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით

,,მე სამოქალაქო საზოგადოების კლიმატის ჯგუფის ლიდერებს შევხვდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ კლიმატის მხრივ უდიდესი პრობლემების წინაშე დგას მსოფლიო. უმეტესი ქვეყანა მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებს. ვხედავ ამბიციის, ნდობისა და მხარდაჭერის ნაკლებობას.

ამჟამინდელი კლიმატის მდგომარეობით, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის მსოფლიო ტემპერატურის 2.8 გრადუსით მატებას მიიღებს, რაც სრული კატასტროფა იქნება. ჩვენ ნამდვილად სავალალო შედეგისკენ მივდივართ, რადგან ადამიანებისთვის მხოლოდ პირადი პრიორიტეტებია მნიშვნელოვანი. დროა გამოვფხიზლდეთ და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ავამუშავოთ მწვანე ეკონომიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მწვანე ეკონომიკა მოითხოვს, რომ  2030 წლამდე ნახშირბადის გამოყენება 45%-მდე შემცირდეს. ამ ყველაფრის შესასრულებლად აუცილებელია, რომ მდიდარი და განვითარებული ქვეყნები დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს.  მთავრობებს მოვუწოდებ, რომ დაჩქარებული ვადით მოხდეს ეს ყველაფერი, რათა განვითარებულმა ქვეყნებმა სასურველ ნიშნულს 2040-მდე, ხოლო განვითარებადმა ქვეყნებმა 2050 წლამდე მიაღწიონ.

იმედი მაქვს, რომ საზოგადოების საღი აზრი გავლენას მოახდენს მთავრობებზე“,-ამბობს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend