კატეგორიები

ჭიათურაში მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ჭიათურაში მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ის იმ ათ მაღაროელს შეუერთდა, რომლებიც მეხუთე დღეა შიმშილობენ.

მაღაროელები უკმაყოფილო არიან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარკების პროცესით, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დანიშნული მედიატორი უძღვება. ამიტომ პროტესტსა და გაფიცვას განაგრძობენ.

მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანია არ თანხმდება მათ მოთხოვნებს, და უარს ამბობს სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 40%-ით მომატებაზე.

ჭიათურაში პროტესის გამო, მაღაროები გაჩერებულია, გაფიცულია 3 000 -მდე მაღაროელი. კომპანია კი თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტასა და მუშაობის განახლებას სთხოვს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები