კატეგორიები

ორბელიანების სასახლეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ორბელიანების სასახლეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაზე განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია შშმ პირებს ჰქონდეთ საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ წარმოაჩინონ მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები და მონაწილეობა მიიღონ იმ პროცესებში, რომლებიც მათი უფლებების დაცვას ეხება.

საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები