მთავარიევროპაბელარუსიალექსანდ ლუკაშენკას თქმით, ის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ მის ქვეყანას საფრთხე...

ალექსანდ ლუკაშენკას თქმით, ის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ მის ქვეყანას საფრთხე დაემუქრება

ბელარუსის პრეზიდენმა ალექსანდ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ მისი ქვეყანა აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის მეზობელ და მოკავშირე ბელარუსში მცირე რადიუსის ბირთვული იარაღის  განლაგების შესახებ გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა,რომ რუსეთი მათზე კონტროლს შეინარჩუნებს, თუმცა ლუკაშენკას განცხადება ამას ეწინააღმდეგება. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, სწორედ მან სთხოვა პუტინს ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების თაობაზე, რადგან ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად.

,,ეს იყო ჩემი მოთხოვნა. ეს არ არის ის, რაც რუსეთმა დამაკისრა. რატომ? რადგან, როგორც თქვენ ყველა ამბობთ, მსოფლიოში არავის არასდროს უბრძოლია ატომური ძალით და მე არ მინდა ვინმეს ომი ქონდეს ჩვენთან. არის ასეთი საშიშროება? დიახ. მე უნდა ავიცილო ეს საფრთხე. ვფიქრობ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება და გვექნება ის, რაც ვითხოვეთ. ჩვენ მოვამზადეთ და სისრულეში მოვიყვანთ პროგრამას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ“,- განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend