კატეგორიები

ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი 6.1 პროცენტამდე შემცირდა

ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი 6.1 პროცენტამდე შემცირდა
ევროპაში ინფლაციის მაჩვენებელი 6.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ რეკორდულად გაზრდილი ფასები ნელ-ნელა რეგულირდება და სწორი მიმართულებით მიდის.
თუმცა ეკონომისტები ევროპის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თვეები დასჭირდება, სანამ მიაღწევენ ინფლაციის ნორმალურ მაჩვენებელს და სანამ ეს  მაღაზიებში პროდუქტების ფასებზე აისახება.
ევროზონაში სურსათზე ფასები მაისში, წინა წელთან შედარებით, 12.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს ევროპის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთების სწრაფი ზრდა.
ცენტრალური ბანკი ცდილობს, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-იან ნიშნულამდე ჩამოიყვანოს. საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოქმედებს სესხებზეც.
ახლა უფრო ძვირი ჯდება იპოთეკის მიღება სახლის ან ბიზნესის სესხის მისაღებად, რაც, თავის მხრივ, ამცირებს მოთხოვნას იმ პროდუქტებზე, რომლებიც ინფლაციის მაჩვენებელს ზრდის.
დაკავშირებული ამბები
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არჩევნების ჩატარებას ითხოვს ტყის ხანძრით განადგურებულ ფერდობზე შესრულებული ნამუშევრით კლიმატის აქტივისტები ბრიტანეთის პრემიერს მიმართავენ
სხვა ამბები